პროექტის სახელწოდება -
ჯანსაღი კვება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია!
პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებმა გაანალიზონ ჯანსაღი კვების აქტუალურობა.
პროექტის აქტუალურობა- მოსწავლეები იმსჯელებენ ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე, სისტემატიური დიეტების და შიმშილის მავნე ზეგავლენაზე და შეადგენენ ჯანსაღი კვების რაციონს. დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტს „იყავი ჯანმრთელი“
პროექტის მიზნები:
მოსწავლემ:
- მოიპოვოს ინფორმაცია არაჯანსაღი კვების და მოსალოდნელი დარღვევების შესახებ.
- განარჩიოს მარტივი და რთული ნივთიერებები, დაახასიათოს ნივთიერებების ფიზიკური თვისებები.
- გამოიყენოს შესაბამისად აღჭურვილობა და ჩაატაროს ცდები. აწარმოოს დაკვირვება, აღრიცხოს მონაცემები, ჩაატაროს ინტერვიუ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან, ასევე დიეტოლოგთან .
- გაანალიზოს და დასკვნებს.
- გააკეთონ ბუკლეტები,
მონაწილეთა ასაკი - VIII კლასი
ვადები ხანგრძლივობა - 4 კვირა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაფა, ფურცელი, კალამი, ფანქრები, მარკერები, კომპიუტერი, ქიმიური რეაქტივები ცდებისთვის.
პროექტის მსვლელობა:
VIII კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად.
I – მოიძიებს ინფორმაციას
არასწორი კვების შედეგად განვითარებულ სხვადასხვა დაავადებებზე მაგ: ანორექსიის, მარაზმის (კახექსია), ჭარბწონიანობის, ბულმიას და კვაშიორკოს შესახებ და მოამზადებენ
პრეზენტაციებს.
II - შეადგენს კითხვარს და ჩაატარებს სასკოლო კვლევას კვების პროდუქტებზე,
რის შედეგადაც გამოყოფენ მოსწავლეების რაციონიდან ხუთ ყველაზე
ხშირად გამოყენებად პროდუქტს.
III - შეისწავლის სხვადასხვა
„პოპულარულ დიეტებს“
და გააკეთებს დასკვნას. გამოყოფს ხუთ ყველაზე
ხშირად გამოყენებულ პროდუქტს. აიღებენ ინტერვიუს
დიეტოლოგისგან.
მასწავლებელი
დაგეგმავს საკლასო კვლევას ამ საკვებ პროდუქტებზე, მოსწავლეები კი –შეეცდებიან ორგანული
და არაორგანული ნივთიერებების აღმოჩენას.
მოსწავლეები იმსჯელებენ ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე,
სისტემატიური დიეტების და შიმშილის მავნე ზეგავლენაზე და შეადგენენ ჯანსაღი კვების
რაციონს. დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტს „იყავი ჯანმრთელი“საგანთან , საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
· მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების (მაგ., ”სწრაფი კვების” პროდუქტების გამოყენება) შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ (მაგ., ავიტამინოზები, ჭარბი წონა);
ქიმ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა კლასიფიცირება, ნარევის კომპონენტებად დაყოფა.
· განასხვავებს მარტივ და რთულ ნივთიერებებს შედგენილობის მიხედვით;
· ასახელებს მისთვის ნაცნობ სხვადასხვა ნივთიერებას, ახასიათებს მათ ფიზიკური თვისებების მიხედვით:
ქიმ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია ვალენტობის მიხედვით მარტივი ფორმულების შედგენა და ნივთიერებათა მასის მუდმივობის კანონის გამოყენება.
· ადეკვატურად იყენებს ქიმიური ელემენტების სიმბოლოებს, ატომთა ვალენტობას მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების ფორმულების შესადგენად;
კვლ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
· იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
· აწარმოებს დაკვირვებას ან /და გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს;
კვლ. VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
· იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
· იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
· აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს;
|
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი) :
161-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ხუჭუა
ქიმიის პედაგოგი: ნინო დადუნაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
ninokhuchua@gmail.com
პროექტის ვებგვერდი:
https://nino161.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий